LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

77
stockmarket

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.540 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.514 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები