LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე მარსის უმსხვილესი ფრაგმენტი გაიყიდა – ფასი 5,3 მილიონია

109
A Martian meteorite, weighing 54.388 lbs. (24.67 kg), said to be the largest piece of Mars on Earth, estimated at $2 - 4 million, is displayed at Sotheby's, in New York, Wednesday, July 9, 2025, part of their Geek Week auction, July 16, 2025. (AP Photo/Richard Drew)

დედამიწის მასშტაბით მარსის უდიდესი ფრაგმენტი Sothebey’s აუქციონზე გამოიტანეს გასაყიდად. ლოტის მისაღებად საკმაოდ დიდი ბრძოლა გაიმართა და საბოლოოდ ის 5,3 მილიონ დოლარად გასხვისდა, წერს თავად აუქციონის სახლი.

უფრო ზუსტად, მეტეორიტის, სახელად NWA 16788-ს საბოლოო ფასი 4,3 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ამ თანხას მოსაკრებელი დაემატა.

მანამ სანამ არტეფაქტს გაყიდდნენ, ის რომში იტალიის კოსმოსურ სააგენტოში და ტოსკანას კერძო გალერეაში გამოფინეს.

ლოტი 2023 წელს, საჰარის უდაბნოშია ნაპოვნი. მისი წონა 24,67 კილოგრამს შეადგენს, რაც წარსულში ნაპოვნ მარსის სხვა ფრაგმენტზე 70%-ით უფრო მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები