აუქციონის სახლი Bonhams მონაკოში სავაჭროდ უნიკალურ როდსტერს, 1953 წელს გამოშვებულ Ferrari 625TF-ს გაიტანს, რომელსაც იტალიური ატელიე Vignale-ს ძარა აქვს. ასეთი ავტომობილი მხოლოდ სამი ეგზემპლარი გამოვიდა. სავარაუდო ფასი – 4 მილიონიდან 6,5 მილიონ ევრომდეა.
გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი 1958 წელს, ფორმულა ერთის იტალიური გრან პრის საფინალო ვარჯიშებზე გამოჩნდა. როდსტერს ბრიტანელი მრბოლელი მაიკ ჰოტორნი მართავდა.
Ferrari 625TF აღჭურვილია 2,5 ლიტრიანი ძრავით. ის თავდაპირველად Autodromo-ს ძარით იყო წარმოდგენილი, თუმცა, ენცო ფერარის უკმაყოფილების გამო Vignale-მა მაშინვე გადააკეთა.
ავტომობილმა ბრაზილიიდან და არგენტინიდან ხუთი მფლობელი შეიცვალა. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა რბოლაში. 1960-იანი წლების შუა რიცხვებში ის იტალიაში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე წლით დაიკარგა. 1974 წელს ნეაპოლში, ნაგავსაყრელზე იპოვეს და აღადგინეს. სპორტქარი Mille Miglia-ში 1984,1986, 1989 და 1990 წლებში მონაწილეობდა. ამჟამინდელი მფლობელი ისტორიულ მონაკოს გრანპრიზე, 2006 წელს გამოდიოდა.