დღეს, 31 მაისს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და პოლიციელებს დღევანდელ დღეს ულოცავს.
როგორც გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, ქართული პოლიცია „დღეს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასული, დახვეწილი როგორც არასდროს, უამრავი გამოცდილებით, ჭირნახული და გაუტეხელია“.
„ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო პოლიციაზე და განსაკუთრებით ქართულ პოლიციაზე. ჯერ კიდევ მახსოვს ავბედითი 9 აპრილის დროს ქართული, მაშინდელი მილიციის მსახურება ხალხისადმი.
დღეს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასული, დახვეწილი როგორც არასდროს, უამრავი გამოცდილებით, ჭირნახული და გაუტეხელი. მინდა მივულოცო ყველა პოლიციელს დღევანდელი დღე, ჩვენ შესანიშნავ მინისტრთან ერთად, რომელიც წლებია სამინისტროს სათავეშია და მტერიც კი დამეთანხმება, არის თავისი საქმის უზადო პროფესიონალი და ქვეყნისათვის თავდადებული კაცი.
აურაცხელი წლებია, უახლოესი მეგობრები ვართ, მაგრამ ეს არ მალაპარაკებს. წინ კვლავ ბევრი გამოწვევებია და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ გამოწვევას თავს გაართმევს ჩვენი უწყება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ! დაე, ყოველი პოლიციელის ოჯახში დაისადგუროს ბედნიერებამ, სიკეთემ, გამრავლებამ და ყოველივე საუკეთესომ! დიდება ჩვენს გარნიზონს ჩვენს მინისტრთან ერთად!”, – წერს გიორგი გამსახურდია.
ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო პოლიციაზე და განსაკუთრებით ქართულ პოლიციაზე. ჯერ კიდევ მახსოვს ავბედითი 9 აპრილის დროს…
Posted by George Gamsakhurdia on პარასკევი, 31 მაისი, 2024