„ვერ გავჩუმდებით…ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

1440
1554028610-კოკო-გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ძმების ბიოლოგიური დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შესახებ წერს.

ტექსტში ნათქვამია, რომ მანანა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირი საშუალებით უშლის ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას – იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.

„მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს.

ცოტნე უკვე სამწელიწად-ნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს.

ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით. დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირად ხელისშეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას – იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.

ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა, არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია: „ამ ადამიანმა 3 მილიარდზე მეტი უანგაროდ დაახარჯა ქვეყანას.. თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი“

გიორგი გამსახურდია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემს ბიოლოგიურ დედას არც ერთ მტერზე, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე ნაკლები არ დაუშავებია

მსგავსი თემები