LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ომი მიღებულია: ოლიმპიადა-2020 საფრთხის ქვეშაა და არავინ იცის ჩატარდება თუ არა თამაშები

319
2784022-57464450-2560-1440

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარების საბოლოო გადაწყვეტილებას სამი თვის შემდეგ მიიღებს – ტურნირის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ კორონავირუსის გამოა.

სოკ-ის უხუცესი წარმომადგენელი დიკ პაუნდი (1978 წლიდან კომიტეტის წევრია) მიიჩნევს, რომ პანიკა და ტუნრირის ჩაშლაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ ამის ალბათობა არსებობს – გადაწყვეტილების მიღება მაისამდე გახდება საჭირო.

„რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში ვერდიქტის გამოტანა ორ თვეშიც შეიძლება. ბევრი რამ თავის დროზე უნდა დაიწყოს. უნდა დავიწყოთ მუშაობა უსაფრთხოებაზე, მოვამზადოთ საკვები, ოლიმპიური სოფელი, სასტუმროები. მედიასაშუალებები სტუდიების მზადებას დაიწყებენ.
ეს ახალი ომია და ის უნდა მივიღოთ. ხალხი კითხვას დასვამს: „არის კი ყველაფერი კონტროლქვეშ, რათა მშვიდად გავემგზავროთ ტოკიოში“, – განაცხადა ფუნქციონერმა AP-თან ინტერვიუში.

იაპონიაში ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 80 ათას მიაღწია, 2.6 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები