LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ექიმების რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც ძილის პრობლემა აწუხებს

73
maxresdefault

ძილის წინ სწორი რუტინა (რასაც ხშირად „ძილის ჰიგიენასაც“ უწოდებენ) ღამით კარგად გამოძინებასა და ენერგიების აღდგენაში დაგეხმარება.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, რომელიც ამერიკელმა მედიკოსებმა მრავალწლიანი კვლევებისა და დაკვირვების შემდეგ გამოაქვეყნეს:

• იყავი თანმიმდევრული. ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს დაწექი და შეეცადე დილითაც ერთსა და იმავე დროს ადგე. ეს წესი შაბათ-კვირასაც არ უნდა დაარღვიო!
• დარწმუნდი, რომ შენს საძინებელში იყოს სიმშვიდე, სიბნელე, მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ტემპერატურა.
• გამორთე ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობა, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ მობილური ტელეფონი.
• შეეცადე ძილის წინ არ მიირთვა მძიმე საკვები, არ მიიღო კოფეინი და ალკოჰოლი.
• ივარჯიშე. დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა ღამე ადვილად ჩაძინებას უწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები