LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა და პსჟ მაგრად ჭორაობენ: შესაძლოა ზაფხულში სასწაული ტრანსფერი მოხდეს

5239
6a13fccbbfd8b95e1f2ab09b219707d0

ჯანლუიჯი ბუფონი დიდი ალბათობით პსჟ-თან კონტრაქტს გააგრძელებს.
41 წლის იტალიელი 1+1 ხელშეკრულებასთან ახლოსაა, რომელიც ანაზღაურების მატებასაც ითვალისწინებს.
ასე რომ, შესაძლებელლია ბუფონი პარიზში 2021 წლამდე დარჩეს, როდესაც ის უკვე 43 წლის იქნება.

„ბარსელონას“ შემტევი ფილიპე კოუტინიო კლუბს შეიცვლის.
26 წლის ბრაზილიელს პსჟ, „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ დასტრიალებენ.
Sport.es-ის ინფორმაციით, კოუტინიოს შეძენა პარიზელებს ნეიმარმა თხოვა.
„ჩელსი“ კი კოუტინიოს ედენ აზარის შემცვლელად განიხილავს.

ესპანური El Pais წერს, რომ ნეიმარს კილიან მბაპესთან დიდად არ მოსწონს და თავისიანი სურს გვერდით. გამოცემა კიდევ ერთ მეგავარიანტზე მსჯელობს, რომლის თანახმად, ვუნდერკინდი მბაპე შეიძლება „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს.

„ვალენსიას“ ფორვარდი როდრიგო სეზონის ბოლოს შესაძლოა ‘ბარსელონაში“ გადავიდეს. კატალონიელები 28 წლის ფეხბურთელს წინა ხაზის გაძლიერების კანდიდატატდ განიხილავენ. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
ლა ლიგის 26 მატჩში როდრიგომ 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მისცა.

რადგან ბარსელონაზე ვსაუბრობთ, ბარემ ვთქვათ, რომ ერთ დროს ამ გუნდის მეკარე ანდონი სუბისარეტა შესაძლოა ლონდონში წავიდეს და „არსენალის“ სპორტული დირექტორი გახდეს. მას ამჟამად ანალოგიური თანამდებობა უკავია „მარსელში“, მაგრამ წასვლა უნდა. სუბისარეტა სპორტული დირექტორი „ბარსაშიც“ იყო, 2010-2015 წლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები