LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

192
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი.

დღე მზისა და მთავრის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ენერგიული და მეტად მოსიყვარულე ლომის, მთვარე კი, მშვიდი და სტაბილური კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

სიყვარულის, ხელოვნების და სილამაზის პლანეტის – ვენერას 14 სექტემბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა დისციპლინის და წესრიგის მოთხოვნილებას, წვრილმანების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და მოჭარბებულ კრიტიკას, პირად ურთიერთობაში კი, პრაგმატულობას, პასუხისმგებლობას და ვალდებულების გრძნობას გააძლიერებს, არაა გამორიცხული საქმიანი ურთიერთობა კოლეგებთან რომანტიკული გრძნობებითაც შეიცვალოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და ტურისტული ლაშქრობის მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ედოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები