LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

786
მიხეილ-ცაგარელი

ფანტაზიის და შემოქმედების მმართველი პლანეტა – ნეპტუნი ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას და დირექტული ხდება, რაც ადამიანთა ინტუიციას და ქველმოქმედებისკენ სწრაფვას გააძლიერებს, გააუმჯობესებს შემოქმედებით შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ოცნებების ასრულებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გასაფართოვებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ცოდნის გასაღრმავებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, საიუბილეო საღამოების და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და სპორტული ინვენტარის, ხელოვნების ნიმუშების და სამგზავრო ბილეთების შესაძენად. არ ღირს ფინანსურ საკითხებზე დავა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები