LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილიანო სალას თვითმფრინავის ნარჩენები საფრანგეთის სანაპიროსთან იპოვეს

0_CapturefbJPG

საფრანგეთის საავაციო შემთხვევების გამოძიების განყოფილების თანამშრომლებმა კონანტენის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან (სიურტენვილის სიახლოვეს) თვითმფრინავის ნამსხვრევები ნახეს, რომლითაც „კარდიფის“ ახალწვეული ემილიანო სალა მგზავრობდა.

იპოვეს სავარძლის ორი ბალიში.

„დიდი ალბათობით ეს დაკარგული თვითმფრინავის ნაწილებია. სამძებრო ზონა ოთხი კვადრატულ საზღვაო მილით განვსაზღვრეთ“, – გამოაქვეყნა Wales Online-მა განყოფილების განცხადება.

ემილიანო სალა 22 იანვარს დაიკარგა, როდესაც ნანტიდან ლა მანშის გავლით კარდიფში მიფრინავდა.
მისი 20-მილიონიანი ტრანსფერი უელსური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იყო.

 

ამასობაში, საფრანგეთის ჩემპიონატში სალას ყოფილმა კლუბმა „ნანტმა“ „სენტ ეტიენს“ უმასპინძლა და ფორვარდის ხსოვნის საპატივსაცემოდ თამაში მე-9 წუთზე შეწყვიტეს (სალას სათამაშო ნომერი). ფანები ფეხზე წამოდგნენ და ოვაციები მოაწყვეს, ხოლო „ნანტის“ მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილხოჯიჩმა ამ ზეემოციურ მომენტში ცრემლები ვერ შეიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები