LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინებზე სურთ, რომ ანტივაქსერები ღამით, ძილში აცრან

30
Covid-19-Address-1012-2-CNNPH

ფილიპინებში სურთ, რომ ვაქცინაციის პროცესში ყველა ადამიანი ჩართონ და ისინი ვინც აცრაზე უარს იტყვის, ღამით აცრან. უჩვეულო იდეის ავტორი ქვეყნის პრეზიდენტი როდრიგო დუტერტეა.

ქვეყნის პირველი პირი ფიქრობს, რომ ის ხალხი ვისაც ვაქცინაცია არ სურს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. „მოძებნეთ ასეთი ადამიანები, შევიდეთ მათ სახლებში და ღამით სანამ სძინავთ ინექცია გავუკეთოთ. მე ამას გავაკეთებ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად.

აღსანიშნავია, რომ როდრიგო ანტივაქსერების მიმართ ლმობიერი არც მანამდე ყოფილა. 22 ივნისს მან განაცხადა, რომ ყველას ვინც ვაქცინას არ გაიკეთებდა, პატიმრობა ემუქრებოდა. თანაც, დაკავებისას იძულებითი ვაქცინაციაც არ იყო გამორიცხული.

ფილიპინებში მასობრივი ვაქცინაცია გასული მარტის თვეში დაიწყო და 10 ოქტომბრის მონაცემებით 23,1 მილიონი ფილიპინელი სრულად ვაქცინირებულია, ხოლო 26,4 მილიონი მოქალაქე მეორე დოზას ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები