LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დამუხტვა 20 წუთში და ფართოდ გახსნილი კარები: წარმოგიდგენთ უზარმაზარ ელექტროქარ Kia Ev9-ს

219
kianews

კომპანია Kia-მ თავისი ელექტრონული ხაზის მომავალი ფლაგმანი – კონცეპტუალური კროსოვერი EV9 წარადგინა. შოუ ქარი პლატფორმა E-GMP-ზეა აგებული, სამდონიანი სალონი, უჩვეულო უკანა კარი, 22 დიუმიანი საბურავი, კამერები სარკეების ნაცვლად და მზის ელემენტი აქვს. სიახლე დაახლოებით 5 მეტრის სიგრძისაა და ბრენდის ყველაზე დიდი მოდელია, მან თვით Telluride-საც კი აჯობა.

EV9-ს სერიულ ვერსიას მოძრაობის საწინააღმდეგოდ გახსნილი კარები სავარაუდოდ არ ექნება, შესაძლოა არც კამერები ჰქონდეს (ეს შესაძლოა ოფცია იყოს და მსურველებს სარკეები კამერებით შეუცვალონ), ხოლო გიგანტურ 22 დიუმიან საბურავებზე კი ფიქრიც ზედმეტია. ამასთან, მოდელი პირველ რიგში ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და აგრესიულ ვიზუალს აუცილებლად შეინარჩუნებს.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს: აგრეგატი 2 ძრავიანი იქნება და რა სიმძლავრეს გამოიმუშავებს ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება. ერთი რამ ცნობილია, პირველი 100 კმ-ს განვითარებას კროსოვერი 5 წამში შეძლებს. 350 კილოვატიანი ელემენტის 10-დან 80%-მდე დასამუხტად 20 წუთიც საკმარისი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები