ამერიკული კლუბის „გასტინგ ბრონკოსის“ გერმანელი ფეხბურთელი ერიკ ბირიგიტი ავსტრალიაში დაიღუპა, სადაც მეგობრებთან ერთად შვებულებას ატარებდა.
21 წლის სპორტსმენი კლდოვან ნაპირზე დასეირნობდა, ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დინებამ ზღვაში გარიყა, სადაც ბიჭს სამი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს და გაგლიჯეს, წერს El Caso.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები მივიდნენ და მხოლოდ ღამით ფეხბურთელის ნარჩენები იპოვეს.
ერიკის გარდა მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ნარჩენებს მიაგნეს, რომელიც ასევე ზვიგენების მსხვერპლი გახდა. ეს მამაკაცი დაივინგით იყო დაკავებული.
2016/17 წლების სეზონში ერიკ ბირიგიტი „გასტინგის“ წლის ფეხბურთელად დაასახელეს.