LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ახალი ფურცელი იწერება – ამბები მოკლედ

58
191009-gnabry-get

სერჟ გნაბრიმ კლოზეს რეკორდი მოხსნა, მან ყველაზე სწრაფად გაიტანა 10 გოლი გერმანიის ნაკრებში. სერჟს 11 მატჩი დასჭირდა.

2012 წლის შემდეგ გნაბრი გერმანიის ნაკრების პირველი მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა.

2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი არ ყოფილა.

ჰავერტცმა სადებიუტო გოლი გაიტანა გერმანიის ნაკრებში.

„რეალი“ აპირებს იანვარში დანიელი კრისტიან ერიქსენი იყიდოს „ტოტენჰემიდან“.

ლეო მესი: „ლივერპულთან წაგება ჩვენი ბრალია. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფასებთ ვალვერდეს“.

პეტრ ჩეხი ნახევრადპროფესიული ინგლისური გუნდის მოთამაშე გახდა. ოღონდ საუბარია… ჰოკეის კლუბზე.

პროკურატურა ითხოვს ჩაბი ალონსოს 5 წელი ციხე და 4 მლნ ევროს ჯარიმა მიუსაჯონ გადასახადებისთვის თავის არიდების გამო.

ჯიჯი ბუფონი გახდა გაეროს სასურსათო პროგრამის კეთილი ნების ელჩი.

ჟოზე მოურინიომ უარი უთხრა „ლიონს“ მოლაპარაკებებზე, მას ინგლისში მუშაობა სურს.

ლეო მესი: „მინდოდა, რომ რონალდო „რეალში“ დარჩენილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები