დღე არ გავა გიორგი ჩაკვეტაძეზე სასიამოვნო ამბავი არ გავრცელდეს. ვინ არ აფასებს ამ ბიჭს. მორიგი აღიარება ბელგიაშია. ჩვენიანი ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
გამოკითხვა voetbalprimeur.be ჩაატარა და ქართველის მოხვედრა ეჭვ ქვეშ არ დამდგარა.

პოზიციებზე ფეხბურთელების შესარჩევად გულშემატკივრები გამოკითხეს. ჩაკვეტაძე ბუნებრივია მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე დააყენეს.

გიორგიმ ხმების უდიდესი უმრავლესობა, 77% მიიღო.

„გიორგი ჩაკვეტაძემ ლეონარდო ტროსარდსა (15%) და არნო დანუმა (5 %) აშკარა უპირატესობით აჯობა. მიმდინარე სეზონში ქართველი სრულად აფეთქდა და მას უკვე „ბარსელონაც“ აკვირდება“, – წერს voetbalprimeur.be.

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები