LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელები ავტომობილს დასასვენებლად და დასაძინებლად ქირაობენ

99
9d63417d3a17ea44ca763971b5c37406c20dc697

იაპონურმა კომპანიებმა დაადგინეს, რომ ბევრი ადამიანი ავტომობილს ქირაობს თუმცა არსად არ მიდის. მანქანას ისინი დასაძინებლად, დასასვენებლად, საკვების მისაღებად თუ ტელეფონზე სასაუბროდ იყენებენ. უფრო მეტიც, ბევრი მძღოლი ავტომობილს ადგილიდანაც კი არ ძრავს და მთელ დღეს ავტომობილში, ერთ ადგილას ატარებს.

სპეციალისტები ამ უცნაურობით დაინტერესდნენ და სცადეს გაერკვიათ, თუ რატომ ქირაობენ მანქანას მაშინ, როცა მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ არ გეგმავენ.

გამოკითხვის შედეგები საკმაოდ მოულოდნელი იყო. ყოველი მერვე იაპონელი ავტომობილს დასაძინებლად ქირაობს. დასვენების და ტელეფონზე საუბრის შემთხვევებიც საკმაოდ ბევრია. ზოგიერთი ადამიანი ავტომობილს პირადი ნივთების შესანახად იღებს, ზოგისთვის კი მანქანა კომფორტული სამუშაო სივრცეა და იქ ჯდომა და საქმეების კეთება ყველაფერს ურჩევნია.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ავტომობილის დაქირავების ფასი საათში 8 დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები