„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში 173 მლნ ევრო იშოვა და „სიტის“ აჯობა.

მეორე ადგილზე გასულმა „ლივერპულმა“ აწგასრულებულ სეზონში ყველაზე მეტი საპრიზო ფული გამოიმუშავა და ამით ჩემპიონ „სიტისაც“ აჯობა.

ნაშოვნ 173 მლნ ევროში შედის: ტელეტრანსლაციის ჩვენება (38.8 მლნ ევრო), მეორე ადგილი (42.5) და თანხა, რომელსაც ყველა გუნდს უხდიან (92 მლნ). ტვ-ში მატჩების ჩვენებით „წითლები“ ლიდერები იყვნენ.

 

 

„სიტიმ“ 171.7 მლნ ევრო იშოვა, მესამეზეა – „ჩელსი“ (165.9).

მოგეხსენებათ, „სიტიმ“ ერთი ქულით გაასწრო „ლივერპულს“ და ჩემპიონი გახდა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები