LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

854
mixeil-cagareli

კარგი დღეა საკუთარ სურვილებში, ღირსებებსა და ნაკლოვანებებში გასარკვევად.

მოერიდეთ ხალხმრავლობას და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, ქურდობის და მოტყუების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის დატვირთვა სერიოზულ თემებზე საუბრით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, გიაცინტი, ლაბრადორი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები