LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანიდან მიდიან, რეალი და ბარსა ფიქრობენ – ამბები მოკლედ

76
AC-Milan

მადრიდის „რეალი“ ედენ აზარს 3 ივნისს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარადგენს.

„რეალი“ მზადაა სერხიო რამოსი 100 მლნ ევროდ გაყიდოს.

„რეალი“ და „ატლეტიკოს“ ჰავბექი ლემარი ლა ლიგის მთავარი იმედგაცრუებებია „მარკას“ ვერსიით.

„ბარსელონამ“ ზაფხულში შესაძლოა დემბელეს გაყიდვის შესაძლებლობა განიხილოს.

ესპანეთის განახლებული სუპერთასის ნახევარფინალები 8 და 9 იანვარს, ფინალი 12 იანვარს გაიმართება.

 

ბენიტესი და ბლანი „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შორტ-ლისტში არიან.

რომელო ლუკაკუმ „ინტერთან“ წლიური 7.5 მლნ ევროიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გასპერინი „ატალანტასთან“ კონტრაქტს 2022 წლამდე გააგრძელებს. მისით „რომა“ იყო დაინტერესბული.

ჯენარო გატუზომ დატოვა „მილანის“ მწვრთნელის პოსტი.
„მილანის“ სპორტული დირექტორობიდან წავიდა ლეონარდო.

 

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო 50-იანი, 60-იანი და 70-იანი წლების რეტრო მაისურების გაყიდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები