LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირებაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა, შეიცვალა ქვითრის ჩაბარების წესიც

712
69764370-2937244976292083-1050076674458124288-o

10 ლარის ნაცვლად 50 ლარი – თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯარიმის გაზრდაზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინეს და სრული მხარდაჭერა მიიღეს.

ჯარიმა გაიზარდა და გახდა 50 ლარი. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე დაიწყო და მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესიც.

“ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, ის გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე Tb.ge. ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები