რა მაგარია: საქართველო შეიძლება ოლიმპიადაზე მოხვდეს – საკვალიფიკაციო მოგვცეს

325
83100419-2752578844828727-8793195663039922176-o

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოში ცნობა გამოაგზავნა და ჩვენებს აუწყა, რომ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ოფიციალურად მიიწვია.

სალიცენზიო გათამაშება 20-26 მარტს ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში ჩატარდება. ოლიმპიადის სამ ან ოთხ საგზურს (ჯერ არ არის დაზუსტებული) მთელი მსოფლიოდან 12 გუნდი გაითამაშებს. ესენია: საქართველო, კანადა, ბრაზილია, ირანი, ყაზახეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ხორვატია, რუსეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ან რუმინეთი ან აფრიკის რომელიმე გუნდი.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 20 თებერვალს გაიმართება. მეტოქეთა ვინაობასთან ერთად შეჯიბრების ფორმატიც მაშინ დაზუსტდება.

შეგახსენებთ, ახლახან ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მოხვდა 10 საუკეთესოთა შორის. რვა საუკეთესოთა შორის მოსახვედრად კი სულ ცოტა დააკლდა, როდესაც რუსეთთან დამარცხდა. თუმცა, მთავარია, რომ საქართველომ გუნდურ სახეობაში ბოლოს და ბოლოს იასპარეზოს ოლიმპიურ თამაშებზე, რისი მშვენიერი შანსი ახლა გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები