LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაინეარის” პირველი რეისი ქუთაისიდან მარსელში წყლის ჭავლის ფონზე შესრულდა (ვიდეო)

430
raineari

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.

გუშინ საღამოს პირველი პირდაპირი რეისი უკვე განხორციელდა. მარსელიდან ჩამომფრენ და ქუთაისიდან გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ასაფრენი ზოლიდან პირველმა თვითმფრინავმა საზეიმო ვითარებაში წყლის ჭავლის ფონზე გაიარა.

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ.

ავიაკომპანია ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

https://www.facebook.com/AirportsGeorgia/videos/1145571682311725/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები