LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე რჩევა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

156
Capture

უამრავი პროდუქტი თუ დანამატი არსებობს, რომელიც იმუნიტეტის გასაძლიერებლადაა განკუთვნილი. თუმცა, ჯანმრთელი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ვიტამინების მიქსი საკმარისი არ არის და ეს პროცესი ბევრად უფრო კომპლექსურია.
შენი იმუნიტეტი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ მილიონობით ვირუსსა და ბაქტერიას ებრძოლოს.
დაწყებული სიცივესთან ბრძოლით, დამთავრებული Covid-19-ით, იმუნიტეტს ბევრი დავალების შესრულება უწევს და მას თქვენც უნდა დაეხმაროთ.

მედიკოსებმა რამდენიმე საჭირო რჩევა გამოაქვეყნეს და მათ შორის დანამატების მიღება ნამდვილად არ არის გათვალისწინებული.

1. ჯანსაღი დიეტა

ისევე როგორც სხეულში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესი, იმუნიტეტის სიძლიერეც ჯანსაღ დიეტასთანაა პირდაპირ კავშირში. ეს ნიშნავს რომ უნდა მიირთვათ ბევრი ბოსტნეული, ხილი, ჯანსაღი ცხიმები და ცილები.

2. ივარჯიშე რეგულარულად

ფიზიკური აქტივობა მხოლოდ კუნთების გასაზრდელად ან სტრესისგან დასაცლელად არ არის საჭირო – ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში სისხლში იმუნური უჯრედების მობილიზებას უწყობს ხელს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სისტემა იმუნურ უჯრედებს ინფექციის აღმოჩენასა და სწრაფად რეაგირებაში ეხმარება.

3. საკმარისი ძილი

ძილი თითქოს არ არის აქტიური პროცესი, თუმცა როცა გძინავთ თქვენს სხეულში უამრავი აქტიური პროცესი მიმდინარეობს.
იმუნიტეტს ინფექციებთან ბრძოლა რომ გაუადვილდეს, ზუსტად უნდა იცოდეთ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი და დასვენება.

4. შეამცირე სტრესი

ქრონიკული სტრესი იმუნიტეტს ანგრევს.
სტრესი იწვევს უძილობას, არაჯანსაღი საკვების მიღების სურვილი იზრდება, ადამიანი ნაკლებ სითხეს იღებს და ვარჯიშის რეგულარობაც იკლებს.
სტრესი ყველასთვის განსხვავებულად გამოიხატება და შესაბამისად, მასთან ბრძოლის მეთოდებიც განსხვავებულია, ამიტომ საუკეთესო გზას თქვენ თავად უნდა მიაგნოთ.

5. წყალი

წყალი თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესისთვისაა მნიშვნელოვანი და მათ შორის იმუნიტეტის გასაძლიერებლადაც.
მაშინაც კი როცა არ ვარჯიშობთ, ორგანიზმი საკმაოდ დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი წყალი მიირთვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები