LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე სირთულე, რომელსაც ახალ ქვეყანაში გადასახლების შემდეგ ვაწყდებით

33
1000x745-0xac120003-4790600141562658847

ხშირად ემიგრაციის პროცესს ვარდისფერ ფერებში აღიქვამენ ხოლმე, არადა სასიამოვნო ილუზია დოკუმენტებთან ჭიდილით და მსგავსი პრობლემებით სრულდება. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ხშირად ჩვენი ფსიქიკა დარწმუნებულია, რომ „კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ“. არადა საინტერესოა, თუ როგორია საზღვრებს გარეთ გადასახლების რეალური სურათი?

დოკუმენტები
ფიქრობთ, რომ ბიუროკრატია მხოლოდ თქვენს ქვეყანაში არსებობს? არა ეს საერთაშორისო პრობლემაა. ეს პროცესი ძალიან დამღლელი, რთული და დაუსრულებელია.
დოკუმენტების ასე თუ ისე მოგვარების შემდეგ ახალი გამოწვევა იწყება – ტრანსპორტი, მაღაზიები და ქალაქში ორიენტირება.

ენობრივი ბარიერი
იმედოვნებთ, რომ ინგლისურის საშუალო დონე ყველა საზღვრის გადალახვაში დაგეხმარებათ, რადგან ინგლისური ხომ საერთაშორისო ენაა. არადა ბევრ ქვეყანაში მხოლოდ ინგლისურის იმედზე ყოფნა არ გამოგადგებათ და ახალი ენის ასათვისებლადაც მზად უნდა იყოთ.

ხალხი და კულტურული ბარიერი
ამბობენ, რომ ხალხი ყველგან ერთნაირიაო. ეს სიმართლეა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ბუნებრივია, ყველას ერთი და იმავე პრობლემები გვაწუხებს, განვიცდით სიყვარულს და სიძულვილს, ბედნიერებას და სევდას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ტრადიციების როლიც, ტრადიციების რომელიც საზოგადოებას აყალიბებს.
იცხოვრო ისეთ კულტურულ მენტალიტეტში, რომელიც შენი მშობლიურისგან განსხვავდება, რთულია. შესაძლოა შენ მიჩვეული იყო თამამად ჩაცმას, სიყვარულის გამოხატვას საჯაროდ, ვიღაცისთვის კი ეს შოკისმომგვრელად გამოიყურებოდეს. შესაძლოა მიჩვეული იყო, რომ უცხოები შენს პირად სივრცეს პატივს სცემდნენ, სხვა კულტურებში კი შეხვედრისას ჩახუტება ნორმა იყოს.
მენტალიტეტი და ტრადიციები – ყველაზე რთული და მთავარი გამოწვევაა. თუკი გიჭირთ სიახლესთან შეგუება, უნდა იპოვოთ ადამიანები, ვინც თქვენს კულტურასთან ახლოსაა.

სამზარეულო
შესაძლოა ვეგეტარიანელი იყოთ და ამ დროს მოხვდეთ ქვეყანაში სადაც მთელი სამზარეულო სამი კომპონენტისგან შედგება – რძის პროდუქტი, ხორცი და ცომეული. თავიდან ძალიან გაგიჭირდებათ და საკმაო დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ადაპტაცია წარმატებით გაიაროთ. დროთა განმავლობაში მსოფლმხედველობა და სამყაროს აღქმის თქვენეული ხედვაც შეიცვლება.
ადაპტაცია საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება. ზოგ ადამიანს 2 წელიც კი სჭირდება იმისთვის, რომ ახალ ცხოვრებას შეეგუოს. თუმცა, ეს დრო ფუჭად დაკარგულად ნამდვილად არ ითვლება. სწავლობთ ძალიან ბევრ ახალს, ხდებით უფრო ძლიერი და ამტანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები