LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხვდა 16 წლის ბიჭი ნაკრებში: მესის აჯობეს – ამბები მოკლედ (ვიდეო)

145
GettyImages-1177670878

ლიბერტადორესის თასი. „რივერ პლეიტმა“ „ბოკა ხუნიორსი“ გააგდო და ფინალში გავიდა.

20 წლის მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი, რომელმაც ევროთასებზე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაუტანია. მან მესის აჯობა.

მაურო იკარდიმ „ბრიუგესთან“ მატჩში დუბლი გაახერხა, ამით პსჟ-ში ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა.

ნეიმარმა იმდენივე მატჩი გამოტოვა პსჟ-ში, რამდენიც ითამაშა.

16 წლის ბიჭმა ანდორის საფეხბურთო კავშირში თავისი გოლის ვიდეო გააგზავნა და ის ნაკრებში გამოიძახეს.

რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში მეხუთე ადგილზე გავიდა. მან ვან ნისტერლოის გადაასწრო.

ლევანდოვსკის სეზონის 17 მატჩში 21 გოლი დაიგროვდა. მან „ბაიერნში“ ყველა შეხვედრაში გაიტანა, გარდა გერმანიის სუპერთასისა.

მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 103 მატჩი ითამაშა. მან გერმანელი მეკარეებისთვის ოლივერ კანის რეკორდი გაიმეორა.

„ოლიმპიაკოსის“ ულტრასები „ბაიერნის“ ფანებს თავს დაესხნენ უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩზე.

რაჰიმ სტერლინგს სეზონის 17 მატჩში (ყველა ტურნირი) 24 ქულა აქვს – 16+8.

ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე 16 გოლი გაიტანა, ინგლისელებს შორის ამაზე მეტი მარტო სქოულზს აქვს.

„ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად გაიტანა 3 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში.

 

ხვალ დასვენების დღე იქნება: რა თქვეს ლიგის მატჩების შემდეგ

 

სერხიო რამოსმა 121 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. მან რობერტო კარლოსის რეკორდი გააუმჯობესა მცველებს შორის.

ალვარო მორატა პირველი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მაისურითაც გაიტანა და „ატლეტიკოსიც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები