LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ ფორმა საახალწლო დღესასწაულებზე – ექიმის რჩევა

142
Capture

ამერიკელი დიეტოლოგი მაიკ ბოლი მიიჩნევს, რომ ახალი წლის პერიოდში წონის მატებას ხელს ზამთრის სპორტის სახეობები უშლის ხელს. საშობაო არდადეგების დროს ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად სპეციალისტმა მკითხველს რამდენიმე რჩევა გაუზიარა.
ბოლის აზრით, დღესასწაულებზე გახდომა არაფრით განსხვავდება სხვა პერიოდში გახდომისგან. მისი თქმით, პირველ რიგში საჭიროა ამ დღეების მიმართ სწორი დამოკიდებულების ფორმირება: უნდა დაიცვათ მანამდე ჩამოყალიბებული ჩვევები, ზედმეტი საკვები არ უნდა მიიღოთ და ბევრი უნდა იმოძრაოთ.

„მაშინ, როცა თქვენს ტვინს კარგად ესმის, რომ გარემოებები იცვლება, ორგანიზმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მნიშვნელოვანია ფორმის შენარჩუნება მთელი სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში, რათა შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს გართულებების გარეშე დაუბრუნდეთ..“

ექიმის რჩევაა ისეთი ფიზიკური დატვირთვა, როგორიცაა – სიარული, სირბილი, ცურვა.. ეს სახეობები კალორიების დაწვას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

„ზამთრის პერიოდში ქუჩაში გასვლა და შორ მანძილზე სირბილი შესაძლოა ძალიან გერთულოთ. ამ დროს ალტერნატივის სახით კარდიო ტრენაჟორის გამოყენება შეგიძლიათ. „

დღესასწაულების დროს ფორმის შენარჩუნების კარგი მეთოდია ასევე რეგულარული ვარჯიში წონებით. დიეტოლოგის თქმით, ასეთი ვარჯიში მცირე ვადაში კუნთების სტიმულირებას უწყობს ხელს. სასურველია ისიც, რომ ვარჯიშებს შორის დიდი შესვენებები არ გააკეთოთ.

ბოლის აზრით, კარგია ვარჯიშების გამრავალფეროვნებაც რათა ყველა კუნთი გააქტიურდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები