LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ადამიანებს აღემატება: კრიშტიანოს ინსტაგრამზე 150 მილიონი მიმდევარი ყავს

2417829-50255350-2560-1440

კრიშტიანო რონალდომ ადამიანებს შორის პირველმა მიაღწია ინსტაგრამზე 150 მილიონ გამომწერს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ადამიანებს შორის პირველი აღმოჩნდა, ვინც მსგავს ნიშნულს გადააჭარბა. უფრო მეტო გამომწერი მხოლოდ Instagram-ის ოფიციალურ ექაუნთს აქვს – 273 მილიონი.

მეორე და მესამე ადგილებს რეიტინგში მომღერლები იკავებენ – სელენა გომესი (144.5 მლნ) და არიანა გრანდე (141.3 მლნ).

რონალდოს გარდა ფეხბურთელებს შორის 100 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა პსჟ-ს ბრაზილიელმა ნეიმარმა (108.9 მილიონი) და „ბარსელონას“ ლეო მესიმ (105.1 მილიონი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები