LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მორაგბე ემსხვერპლა

301
27798214-1441059199338033-6125307928155131431-o

რუს­თავ­ში, 6 მა­ისს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხდა, რომელსაც 23 წლის ნი­კო­ლოზ კევ­ლიშ­ვი­ლი ემსხვერპლა. ის სა­რაგ­ბო კლუ­ბის “რუსთა­ვის ხა­რე­ბის” მო­რაგ­ბე იყო.

შემ­თხვე­ვა ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. მო­რაგ­ბემ, რო­მე­ლიც “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ხეს, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს შე­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა “რუს­თავ­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

დაშავებულის გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა, როგორც “ინფო რუსთავს”, “კლინიკა რუსთავში” განუცხადეს, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ინფორუსთავმა ვიდეოც გაავრცელა:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები