საფრანგეთის ნაკრების პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქველმოქმედო მატჩში გოლი გაიტანა, პენალტით. თამაში საფეხბურთო კლუბ „ვარიეტეს“ 50 წლის გამო მოეწყო და პუასის კომუნაში ჩატარდა.

მაკრონი მოედანზე 3 ნომერით გავიდა და მის გუნდში „არსენალის“ ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი და ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები კრისტიან კარამბე და მარსელ დესაიც თამაშობდნენ. იყო ჩვენი ნაცნობი, ერთ დროს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ალენ ჟირესიც.

პრეზიდენტის გუნდი პუასის ცენტრის ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის ნაკრებს ეთამაშა.

შემოსულ თანხას პარიზის ჰოსპიტალების ფონდს მისცემენ, რომელსაც პირველი ლედი ბრიჟიტ მაკრონი ხელმძღვანელობს. ეს ორგანიზაცია ბავშვთა საავადმყოფოებს ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მაკრონი ყმაწვილობისას ფეხბურთით იყო გატაცებული. სტუდენტობისას კი სტრასბურგის ეროვნული სკოლის ადმინისტრაციის გუნდში თამაშობდა.

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები