LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოგზაურო რჩევები ადამიანისგან, რომელსაც დედამიწაზე ყველა ქვეყანა აქვს მოვლილი და კოსმოსშიც კი იყო

58
-1x-1

ვის არ უყვარს მოგზაურობა და ვის არ სურს, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. ამერიკელი ჯიმ კიტჩენი მსოფლიოს 193 ქვეყანაშია ნამყოფი და დედამიწის საზღვრებსაც კი გასცდა, როდესაც კოსმოსური რაკეტის Blue Origin-ის მგზავრი გახდა. მოგზაურმა ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევების გაზიარება გადაწყვიტა.

ჩალაგებისას წაიღე იაფფასიანი მაისური, საქორწინო ბეჭედი კი სახლში დატოვე.

მეწარმე და ჯგუფური ტურების ორგანიზატორი ყველას ურჩევს, რომ განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობის დროს ძვირფასეულობის წაღებისგან თავი შეიკავონ. ძვირადღირებულ სამკაულს თუ სამოსს მძარცველებისა და ქურდების ყურადღების მიპყრობა შეუძლია.

არ ჭამო რესტორანში, ულამაზესი ხედით.

30 წლიანი მოგზაურობის დროს ჯიმმა ერთი რამ კარგად ისწავლა, ულამაზესი ხედების მქონე რესტორნებს როგორც წესი, საშინელი სამზარეულო აქვთ. ამაში ის არაერთხელ დარწმუნებულა.

წაიღე დამატებითი საკრედიტო ბარათი და კარგად დამალე.

მოგზაურს ერთი საკრედიტო ბარათი ყოველთვის ფეხსაცმელში აქვს გადამალული. რაც არ უნდა მოხდეს, მას გაქურდავენ თუ უბრალოდ ყველაფერს დაკარგავს, მანამ სანამ ფეხსაცმელი ეცმევა შეუძლია მშვიდად იყოს. ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაშიც – ექნება საკრედიტო ბარათი, რომლითაც უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენას შეძლებს.

აფრიკაში ბევრად მეტია სანახავი, ვიდრე უბრალოდ საფარი.

ჯიმს აფრიკის ყველა ქვეყანა აქვს მოვლილი და ზუსტად იცის, რომ ეს კონტინენტი უნიკალური ხალხით, ტრადიციებით და სანახაობებითაა სავსე.

არ გარისკო – არ ჭამო ქუჩაში.

მოგზაურობის დროს ზედმეტი რისკის გაწევა ნამდვილად არ ღირს, ამიტომ ჯიმი ქუჩის საკვებს არასდროს მიირთმევს. საქმე ისაა, რომ მოგზაურობისას ცუდად გახდომა ყველაზე ნაკლებად გაწყობთ, ასე რომ რაც არ უნდა მშიერი იყოთ, ჯობს მოიცადოთ და მხოლოდ ისეთ ადგილას მიირთვათ, სადაც რისკი ბევრად ნაკლებია.

დაბოლოს, სწორი ტანსაცმელი.
დასკვნის სახით, მამაკაცმა აღნიშნა რომ მოგზაურობისას ყოველთვის იცმევს შარვალს ან შორტს ბევრი ჯიბით, სადაც პასპორტის, ტელეფონის, ჩასხდომის ბილეთის და საფულის შენახვაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები