LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულის დემონსტრირებისთვის 8 რომანტიკული რჩევა

46
IMG-3580

თუკი იპოვით ადამიანს, ვისაც შეიყვარებთ და ვინც შეგიყვარებთ – იცოდეთ რომ ძალიან გაგიმართლათ. სამწუხაროდ, ხშირად რუტინა ბევრ რამეს აფუჭებს, ამიტომ რომანტიკის შესანარჩუნებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი უნდა გაითვალისწინოთ.

1. არ გახდე სტერეოტიპების მსხვერპლი

არ გააკეთო რაღაცები მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხის აზრით ეს რომანტიკულია. თუკი ვარდები, შოკოლადი და მდიდრულ რესტორანში ვახშამი შენი არ არის, არ გინდა! სინამდვილეში გოგონები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და განსხვავებული საქციელები აოცებთ. ამიტომ იყავი კრეატიული, ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდება.

2. გააკეთე სახლის საქმე

ეს შესაძლოა ძალიან რომანტიკულად არ ჟღერდეს, თუმცა მეორე ნახევრისთვის მომაბეზრებელ საქმიანობაში დახმარება ძალიან სექსუალურია.

3. მოამზადე მისი საყვარელი კერძი

საჭმელს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საკვების მიღება არამხოლოდ სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანების გაერთიანება შეუძლია. არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც სახლში დაბრუნებულს ვახშამი მომზადებული გხვდება და თან ეს შენი საყვარელი კერძია.

4. სპონტანური პაემანი
გააოცე შენი პარტნიორი სპონტანური, დაუგეგმავი პაემნით. წადი სადმე მოულოდნელად, დაარღვიე ყოველდღიური რუტინა.

5. ესაუბრე მას

ზოგჯერ როცა ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, ადამიანები საუბარს წყვეტენ. შესაძლოა ისინი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ ან ფიქრობდნენ რომ სათქმელი ბევრი არაფერია. უბრალოდ სცადე! შესაძლოა აღმოაჩინო რაღაც, რაც აქამდე არ იცოდი, რაც შესაძლოა ძალიან სასიამოვნო სიურპრიზიც აღმოჩნდეს.

6. უსმინე მას

მოსმენა ლაპარაკზე ბევრად უფრო რთულია. არადა, როცა მოსმენის უნარი არ გაქვს, ეს შენი მეორე ნახევრისთვის აუტანელიც კია. მიუხედავად იმისა, საინტერესოა თუ არა შენთვის თემა, ან მოგისმენია თუ არა ის უკვე, თავს ძალა დაატანე და მოუსმინე.

7. აღნიშნე!

თუკი შენი პარტნიორი წინააღმდეგი არ არის, აუცილებლად აღნიშნე ყველა მნიშვნელოვანი თარიღი. იუბილეების გახსენება ჩამქრალ ცეცხლს თავიდან ააგიზგიზებს. აღსანიშნად შეგიძლია მიმართო გზას, რომელიც ორივე თქვენგანისთვის ერთნაირად მისაღები და თქვენეული იქნება.

8. განიხილე შენი ფანტაზიები

აჩვენე შენს პარტნიორს შენი ნდობა – გაუზიარე ყველაზე ინტიმური, რომანტიკული თუ სექსუალური ფანტაზიები. ყველაფერი გააკეთე აქტიური სექსუალური ცხოვრების შესანარჩუნებლად და ცხოვრებისეულ პრობლემებს ნაპერწკლის გაქრობის უფლება არ მისცე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები