ემილიანო სალა ოფიციალურად გამოაცხადეს გარდაცვლილად.
თვითმფრინავის ნამსხვრევებში არგენტინელი ფეხბურთელის სხეული ნახეს.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების განყოფილებაში (AAIB) განაცხადეს.
დორსეტის საგრაფოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი Piper PA-47 თვითმფრინავიდან ბრიტანეთის პორტ პორტლენდში ემილაინო სალას სხეული მიიტანეს.
სალა 19 იანვარს “კარდიფმა” “ნანტისგან” 20 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც უელსური კლუბის სატრანსფერო რეკორდია. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა და საფრანგეთში ერთმოტორიანი თვითმფრინავით მეგობრებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა, უკან დაბრუნებისას კი საფრენი აპარატი დაიკარგა.
პოლიციამ ძებნა 22 იანვარს დაიწყო და 2 დღეში შეწყვიტა. სალას ნათესავებმა თანხა შეაგროვეს და 3 თებერვალს ძებნა განაახლეს.
თვითმფრინავი აღმოაჩინეს, მასში მხოლოდ ერთი სხეული იყო, მაგრამ ძლიერი წყალქვეშა დინების გამო გამოტანას რამდენიმე დღე მოუნდნენ.
ახლა კი დადასტურდა, რომ სხეული 28 წლის ფეხბურთელისაა.