„ბაიერნმა“ მწვრთნელების შორტ-ლისტი შეადგინა. 4 გვარია: ტენ ჰაგი, ალეგრი, ვენგერი და რანგნიკი.

Sky Sports: „რეალი“ სტერლიგის სანაცვლოდ 80 მილიონს და ბეილს შეთავაზებს.

„ლივერპულმა“ ლგბტ-ფანები დაარწმუნა, რომ მათ მშვიდად შეუძლიათ გაემგზავრონ ყატარში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

„ტოტენჰემმა“ სონს ფსიქოლოგი დაუქირავა მას შემდეგ, რაც კორეელმა საშინელი ტრავმა მიაყენა ანდრე გომეშს.

ინგლისის პრემიერლიგა VAR-ის გამოყენებაში ცვლილებებს განიხილვას.

ჩირო იმობილე სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია ოქტომბერში. მის ანგარიშზე 10 ქულაა (8+2) 5 მატჩში.

კარლოს ველა MLS-ში სეზონის MVP გახდა. მექსიკელმა 5-ჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ზლატანმა.

დე ლაურენტისმა „ნაპოლის“ ფეხბურთელები კვირის ბოლომდე ბაზაზე ჩაკეტა. ანჩელოტის ეს არ მოეწონა.

„იუვენტუსის“ მცველი კიელინი კარიერის შემდეგ კლუბში ალბათ ხელმძღვანელ თანამდებობას მიიღებს. 35 წლის ფეხბურთელი დირექტორის ვალდებულებებს სწავლობს.

კარლოს ტევესი ფორმაშია. 35 წლის ასაკშიც მაკრატელას იტანს.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები