ემილიანო სალას დამ ისეთი ფოტო გამოაქვეყნა, ცრემლებამდე რომ მიგიყვანთ: ფეხბურთელის ძაღლი პატრონის დაბრუნებას ელოდება.
„კარდიფის“ დაკარგული ახალწვეული ემილიანო სალამ შინ ერთგული ოთხფეხა მეგობარი დატოვა.
ფოტოებზე სალა და მისი ძაღლია. ბოლო ფოტო ფეისბუქზე ემილიანოს დამ დადო: ძაღლი უკვე მარტოა და პატრონის დაბრუნებას ელის, რომელიც აღარასოდეს მოხდება.
არგენტინელის თვითმფრინავის ნამსხვრევები ლა მანშის ფსკერზე ნახეს და ერთ-ერთის (ან ემილიანოს ნა პილოტის) სხეულიც აღმოაჩინეს.
იანვარში სალა „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადავიდა, თუმცა პრემიერლიგაში დებიუტი ახალ გუნდში ვერ მოასწრო.