LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე შენგელია: “თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს… ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია”

166
244988811

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც შენგელია “რუსთავი 2”-თან საუბარში აღნიშნავს, რუსების არმიელთა გუნდში გადასვლით მისი საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა.

ნაკრების ლიდერი იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების გამო ქართველი საზოგადოება მის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის.

“ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ” – საქართველოს კაპიტანი მოსკოვმა 6 მილიონად იყიდა

“საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მექნება სერიოზულ გუნდში, სადაც ისეთ პოზიციაზე ვიქნებით, რომ შეგვეძლება ევროლიგაზე წარმატებით ვიასპარეზოთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იმიტომ, რომ იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ და ფარში რომ ბურთი ჩავაგდო. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ”, – აცხადებს თორნიკე შენგელია.

 

შეგახსენებთ, ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები