LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტის და საცობების პრობლემა – თბილისელების ყოველდღიური კოშმარი

97

თბილისში გადაადგილება რთულია, პიკის საათებში კი შეუძლებელი. საცობებთან ერთად ქალაქში რიგ მარშრუტებზე პრობლემაა არასაკმარისი ტრანსპორტი.

ტაბლოზე დაწერილი 25 წუთი ნიშნავს რომ ავტობუსმა გაასწროთ და დააგვიანდათ, თუმცა შესაძლოა არც გაასწროთ. უბრალოდ ახალჩამოყვანილ დიდ და კომფორტულ MAN-ებში თქვენი დგილი აღარ დარჩა.

მოქალაქეების ნაწილი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ ტრანსპორტში სულ მცირე 2 საათს ატარებენ. თუ ავტობუსში ასვლა მოასწრეს, მაშინ ამ დროს საცობში ატარებენ, თუ ვერ მოასწრეს – გაჩერებაზე.

პრობლემა მიწის ზევით, ყოველდღიურია. კეთდება ახალი გზები, რომლებმაც ქალაქში მოძრაობა უნდა განტვირთოს, იგეგმება ახალი ავტობუსების ჩამოყვანა და გრაფიკების შეცვლა. უკვე შეიცვალა მოძრაობის გრაფიკი მეტროში. ეს უკანასკნელი გადაადგილების ყველაზე კომფორტული საშუალებაა, მაგრამ მთელ ქალაქს ვერ ფარავს.

რას ითხოვს, რა სურს და როგორ გადაადგილდა ყოველდღიურად თბილისში მოსახლეობა ნახეთ “ფორტუნას” სიუჟეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები