LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ყავის ნამდვილი გემოს პოვნა გსურთ, ეს წესები უნდა გაითვალისწინოთ

44
How-to-make-Turkish-Coffee-FB

ყავა ეს არის მოდური პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში დაუფასებელი იყო. თუმცა, ყავახანების კულტურის განვითარებამ ამ სასმლის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. დღეს ბევრი აღიარებს, რომ ყავა – ეს იგივე ღვინოა! შეიძლება იყოს განსხვავებული, საინტერესო, უჩვეულო არომატებით თუ დანამატებით..

უარი თქვით რძესა და შაქარზე

ნებისმიერი დანამატი ყავის ნამდვილ გემოს აქრობს. აქ შეგვიძლია ღვინის ანალოგია გამოვიყენოთ – როცა ხარისხიან ბოთლს ხსნით, სასმელს შოკოლადით ან ყინულით არ გააფუჭებთ ხომ? ყავის შემთხვევაშიც იგივეა.
თუკი გსურთ, რომ ყველა არომატი შეიგრძნოთ, შავი ყავის მირთმევა უნდა სცადოთ. ნელ-ნელა მიხვდებით რომ ასეთი ყავა მწარე სულაც არ არის. გილოცავთ, ეს პირველი აღმოჩენაა – ხარისხიანი ყავა მწარე არ არის!

განავითარეთ გემოს რეცეპტორები

გემოს რეცეპტორები კუნთებივითაა, ანუ ვარჯიში ესაჭიროება. ამისათვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. პირველი და ყველაზე მარტივი – იყიდეთ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული, შოკოლადი, კარამელი. ყველაფერი პატარა კუბიკებად დაჭერით და რიგ-რიგობით გასინჯეთ. არ იჩქაროთ და შეეცადეთ გემოს ყველა ნიუანსი კარგად შეიგრძნოთ. ასეთი მიდგომის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ აქამდე კერძების გემოებს ასეთი ყურადღებით არ უდგებოდით ხოლმე.
იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ყავის შემთხვევაში, შეფუთვაზე არსებული წარწერის გაცნობის გარეშე მცირე ნიუანსებს დააკვირდით.

არ მოგერიდოთ ბარისტასთან საუბარი

ბარისტების უმრავლესობას თავისი ყავის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს და ამ ცოდნას სიამოვნებით გაგიზიარებთ. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა – გაარკვიეთ თუ რა სხვაობაა შემოთავაზებულ ყავებს შორის, როგორია მოხარშვის ალტერნატიული მეთოდები და ა.შ. მაგალითად, ზოგიერთი სახეობა უკეთესია ესპრესოს სახით, ზოგიერთი კი ტრადიციული მეთოდით უნდა მოიხარშოს.

გასინჯეთ განსხვავებული

ერკვეოდეთ ყავაში ნიშნავს, რომ ამ საკითხში დიდი გამოცდილება გქონდეთ. თუმცა, ამ გამოცდილების მიღება გაგიჭირდებათ თუკი ყოველ დღე ერთსა და იმავე ყავახანას სტუმრობთ.
გასინჯეთ სხვადასხვა ბრენდის ყავები, ისწავლეთ მისი სახლში მოხარშვა, ყოველ ჯერზე განსხვავებული სახეობა შეუკვეთეთ – ეს ყველაფერი არამხოლოდ რეცეპტორებს გაგივარჯიშებთ, არამედ თქვენი საყვარელი გემოს პოვნაშიც დაგეხმარებათ. ყავა – ეს არის ძალიან პირადი ისტორია, რომელიც თავად უნდა აღმოაჩინოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები