LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი თოვლი თქვენი გატაცებაა – საუკეთესო სათხილამურო კურორტების სია დაგაინტერესებთ

45
635

ელიტარული უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო Savills-მა საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტების სია შეადგინა და პირველ ადგილს კანადაში მდებარე Whistler Blackcomb იკავებს.

ეს ადგილი კანადის პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარეობს და განმარტოებული დასვენებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. დანიშნულება 8000 აკრა მიწას მოიცავს და დამსვენებლებს ბევრ თოვლს, ზამთრის სპორტის სახეობებს და მიმზიდველ ფასებს სთავაზობს.

ზოგადად სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ თოვლში სახლის ქონის დიდი სურვილი და გასაყიდად გამოტანილი ასეთი ობიექტების სიმცირე ფასების კატასტროფულ ზრდას იწვევს.

რეიტინგის მეორე ადგილი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ადგილმა შვეიცარიულმა Zermatt-მა დაიკავა. დანიშნულება ორ სეზონზე მუშაობს და ვიზიტორებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

ლიდერთა სამეულს იტალიური კურორტი Val Gardena ასრულებს. ალპებში მდებარე კურორტი ბიუჯეტური ნამდვილად არ არის, თუმცა თოვლისა და ხარისხიანი დასვენების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები