LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ოფიციალურად: 2 წლის შემდეგ Porsche ელექტრონულ Cayenne-ს წარადგენს

124
porsche

კომპანია Porsche სრულად ელექტრონულ კროსოვერს Cayenne-ს 2025 წლის შემდეგ წარადგენს. მეოთხე თაობის მოდელი ელექტრონული Macan-ის და 718-ის კვალდაკვალ გაჩნდება. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლის განმავლობაში Cayenne განახლდება, თუმცა მისი ელექტრონული ვერსია რომელიც 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს, სრულიად სხვა პლატფორმაზე აიგება.

ჭორები იმის შესახებ, რომ Porsche „მწვანე“ Cayenne-ზე მუშაობს, უკვე კარგა ხანია ვრცელდება. ამიერიდან კი ეს ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, კროსოვერი SSP Sport პლატფორმაზე აიგება და მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალა იქნება. ავტომობილი 100 კილოვატ-საათიან ელემენტს მიიღებს და ერთი დამუხტვით 482 კილომეტრის გავლა შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები