LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 22 წლის სკოლის ავტობუსი კომფორტულ ბორბლებიან სახლად გადააქციეს

55
car-house

უკვე მრავალი წელია, რაც ავტობუსები აქტიური დასვენების მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობს. ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან ყიდულობენ ძველ მანქანებს, რომლებისგანაც შემდეგ კომფორტულ ავტო-სახლებს ქმნიან. მორიგი ასეთი პროექტი კლასიკური ამერიკული სასკოლო ავტობუსის ბაზაზე შექმნეს, მოდელის რომელიც 1987-დან 2003 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. გარდა ინტერიერის გლობალური ცვლილებისა, ავტო-სახლი სახურავზე მზის პანელებითაც აღჭურვეს.

მოდიფიკაციის პროცესში სპეციალისტებმა შეღებეს ძარა და უკანა ხედვის სარკეებთან ერთად მას სახურავზე შავი ფერის კიბეც დაუმატეს. 22 წლის ავტობუსის სალონში სასტუმრო ზონა, გრძელი დივანი და ნივთების შესანახი სივრცეები გაჩნდა.

მეორე მხარეს სრულყოფილი სამზარეულო, თავისი გაზქურით, მაცივრით და საკვების მოსამზადებელი ზონით მოაწყვეს. ავტო-სახლის უკანა მხარეს ენთუზიასტებმა კომფორტული საძინებელი გააკეთეს, თავისი საშხაპით და ტუალეტით. გარდა ამისა, ავტო-სახლი წყლის ორი რეზერვუარით და 5 მზის პანელითაა აღჭურვილი.

ბორბლებიანი სახლი მოძრაობაში დიზელის ძრავს Cummins მოჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები