უეფამ ახლახან დასრულებული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლები დაასახელა.

პირველი ადგილი დაიკავა ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ. აღიარება მოიპოვა პორტუგალიელის გოლმა, რომელიც მან 1/8 ფინალში “ლიონს” გაუტანა (2:1).

მეორე ადგილი ერგო “ლაიპციგის” ჰავბეკს მარსელ ზაბიტცერს ჯგუფურ ეტაპზე “ზენიტის” კარში გატანილი გოლისთვის (2:1).

მესამე ადგილი დაიკავა კიდევ ერთმა “იუვენტუსელმა”. ხუან კუადრადოს “ატლეტიკოს” კარში გატანილი გოლი გამოარჩიეს (2:2).

მეოთხეზე გავიდა “ბარსელონელი” ლუის სუარესის გოლი “ინტერის” კარში (2:1) და მეხუთეა სერჟ გნაბრის გოლი “ლიონის” კარში (3:0).

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები