LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

85 წლის ლიმუზინი მილიონნახევრად გაიყიდა – ,,ავტოსთორი”

12
დუსენბერგი ჰედი

ზოგჯერ გასაკვირია, რომ ფულით თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლება, არადა ავტომოყვარულმა შეიძლება იფიქროს ეს თუ ის მოდელი, მეტისმეტად ძვირფასია, რომ ვიღაცის კერძო საკუთრება გახდეს. ასეთია მაგალითად დუსენბერგ ჯეი-ენის ლიმუზინი, რომელიც თითქმის 80 წლის წინ, 1935 წელს აიწყო და არა ოცი, ან ათი, არამედ მხოლოდ ორად ორი ეგზემპლარი შეიქმნა.

ერთ-ერთი მათგანი კი გაიყიდა. მართალია საკმაოდ სარფიანად, მაგრამ მაინც. მისმა ღირებულებამ აუქციონზე 1,341,000 დოლარი შეადგინა.

დუსენბერგი შტატებში დაარსდა, 1913 წელს. მისი მიმართულება ლუქს კლასის ავტომობილები იყო. დუსენბერგი ძმებს ეკუთვნოდა, დუსენბერგებს და მათი ავტომობილები მაშინაც ძვირად ფასობდა. ერთ-ერთ მიზეზი კი ის იყო, რომ ავტომობილებს ხელით აწყობდნენ.

ლუქსის გარდა, დუსენბერგის მანქანები სარბოლო კლასსაც წარმოადგენდნენ და 1921 წელს მათმა ავტომობილმა საფრანგეთის გრან-პრიც მოიგო.

შემდეგ მოვიდა 1929 წლის “შავი ხუთშაბათი”  და “დიდი დეპრესია”. ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველაფერი შეჭამა, მათ შორის ავტომწარმოებლები. რამდენიმე წელს იცოცხლა დუსენბერგმა, შემდეგ კი გაჩერდა.

 

ბრენდის უკანასკნელი ეგზემპლარი კი 1938-1940 წლების პერიოდში ააწყვეს შემორჩენილი ნაწილებისაგან. ეს იყო მათი გედის სიმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები