LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდი ფორმულა 1-ში

10
აუდი

Audi 2026 წლიდან მსოფლიოში ყველაზე საინტერესო მოტოსპორტის სერიას შეუერთდება. ავტომწარმოებელმა ფორმულა-1-თან თანამშრომლობა ოფიციალურად დაადასტურა.

ინფორმაცია ფორმულა 1-ის ბელგიის გრან პრიზე გამჟღავნდა. ბრენდის F1-ში შესვლა, ძირითადად, ჩემპოიონატის წესების ცვლილებამ განაპირობა. საუბარია ტექნიკურ წესებზე, რომლებიც ძალაში 2026 წლიდან შევა.

ფორმულა 1-ის საბოლოო მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. F1-ის სტრატეგია, კი აუდის სამომავლო გეგმებთან 100%-იან თანხვედრაშია.

ავტომწარმოებელი ასევე განმარტავს, რომ ფორმულა 1-ში უზარმაზარ მარკეტინგულ პოტენციალს ხედავს, აღნიშნავს, რომ F1-ის კალენდარში ჩანიშნული მოვლენები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია.

მხოლოდ 2021 წელს, ფირმულა 1-ის რბოლებს 1,5 მილიარდზე მეტმა ტელემაყურებელმა უყურა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს ფორმულა 1-ის პოპულარობა, იქაც, სწრაფი ტემპით იზრდება.

ოფიციალურ ინფორმაციაში Audi-ს ფ1-ის პარტნიორის შესახებ არაფერია ნათქვამი.

თუმცა, Motorsport.com-ის ცნობით, გერმანელი მწარმოებელი Sauber-თან აპირებს თანამშრომლობას. თავად ავტომწარმოებელი აანონსებს, რომ პარტნიორთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები