ზაპოროჟეცი - პატარა მანქანა უკრაინის სამხრეთიდან -,,ავტოსთორი"

ზაპოროჟიეს ქარხანამ ავტომობილების წარმოება 1960 წელს დაიწყო.

მისი პირველი პროტოტიპი, ციცქნა ზაზ-965 იყო, რომელიც პრაქტიკულად ერთი ერთში გადმოიტანეს „ფიატ 600-სგან“. თუმცა ეს აგებულებით სრულიად განსხვავებული ავტომობილი იყო.

ინჟინრებმა რამდენიმე საინტერესო პროტოტიპი შეიმუშავეს, რომელთაგან ერთს, კონვეიერზე მოხვედრის დიდი შანსი ჰქონდა.

ეს იყო „ნამი A50 ბელკა“, რომელიც კონსტრუქციითაც და გარეგნობითაც, პირველი „ზაპიასგან“ ძლიერ განსხვავდებოდა. ის 1955 წელს შეიმუშავეს. პროექტის ავტორი, საბჭოეთში ცნობილი ავტო ინჟინერი იური დოლმატოვსკი იყო.

ბელკას“ სიგრძე სულ რაღაც 3.3 მეტრია. მას ერთი კარი აქვს, რომელიც მანქანის ცხვირის ნაწილს მოიცავს. ასეთი კონსტრუქცია მანამდე იტალიურ „იზეტას“ მინი ავტომობილს ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით BMW-მ შეისყიდა. სხვათა შორის, ამ პატარა ავტომობილს ბავარიული კომპანიის გადამრჩენელადაც მოიხსენიებენ ხოლმე – იმ დროს BMW-ს ფინანსურად უჭირდა და მის შესყიდვას „დაიმლერი“ აპირებდა, მაგრამ „იზეტამ“ ბავარიელთა გაყიდვები გაზარდა და კომპანიის გაყიდვაც საჭირო აღარ გახდა.

„ბელკას“ ძრავა უკან იყო მოთავსებული. ის მოტოციკლ М-72-ის 0.75-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა, რომელიც სულ რაღაც 22 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მცირე გაბარიტების მიუხედავად, პროტოტიპს საკმაოდ ფართო სალონი ჰქონდა. თუმცა, საბარგული არ გააჩნდა.