LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიაში მოხვედრილი ქალი მაშველებმა ერთი კვირის შემდეგ იპოვეს

58

ავარიაში მოხვედრილი ქალი მაშველებმა ერთი კვირის შემდეგ იპოვეს. შემთხვევა კალიფორნიის შტატში მოხდა. ორეგონელი ანჟელა ერნანდესის Jeep Patriot 60 მეტრის სიმაღლის ხევში გადავარდა და მძღოლი სიკვდილს მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა. მისი ავტომობილი მთლიანად განადგურებული იყო და ამერიკელიც ტერიტორიის დატოვებას ფიზიკურად ვერ ახერხებდა, ამიტომ მან გადარჩენის გზებზე ფიქრი დაიწყო და საინტერესო იდეაც მალევე მოუვიდა. ანჟელამ რადიატორის მილის გამოყენებით იქვე მდებარე ხავსიდან წყლის ამოტუმბვა შეძლო და ერთი კვირაც სწორედ ამის დამსახურებით გაძლო. დაზარალებულის ინფორმაციით, ავარია გზაზე მოულოდნელად გადმომხტარმა ცხოველმა გამოიწვია.

ბუნებრივია, დაკარგულ ავტომობილს პოლიცია აქტიურად ეძებდა, თუმცა უშედეგოდ და რომ არა ტურისტთა ჯგუფი, შესაძლოა ერნანდესი კიდევ დიდი ხანი ვერ ეპოვათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები