LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Air New Zealand-მა ფრენის წინ მგზავრების აწონა დაიწყო

119
Capture

ავიაკომპანია Air New Zealand-მა საერთაშორისო ფრენების წინ მგზავრების აწონა დაიწყო. უჩვეულო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავიაგადამზიდს სურს, რომ მგზავრების საშუალო წონა დაადგინოს და ახალი პროცედურის მიზეზი სწორედ ესაა. აწონის პროცედურა ანონიმურია და მონაცემები სამომავლო კვლევებისთვის, სპეციალურ ბაზაში შეინახება.

Air New Zealand აზუსტებს, რომ მგზავრების ფიზიკური მონაცემების ცოდნა ფრენისას უსაფრთხოების გაზრდისთვისაა აუცილებელი. ექსპერიმენტში მონაწილეობას 10 ათასზე მეტი მგზავრი მიიღებს.

საინტერესოა, რომ Air New Zealand-მა 2021 წელს შიდა ფრენების მგზავრებიც აწონა, ახლა კი საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად ახალი მონაცემების საჭიროება გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები