LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია მზის დაბნელების მოყვარულთათვის სპეციალურ რეისს დააწესებს

43

ამერიკული ავიაკომპანია მზის დაბნელების მოყვარულთათვის სპეციალურ რეისს დააწესებს. Alaska Airlines-ის წარმომადგენელთა ცნობით, სპეციალური ჩარტერი აგვისტოს თვეში ქალაქ პორტლენდიდან შესრულდება. ლაინერი მგზავრებს სამხრეთ კაროლინას დედაქალაქში კოლუმბიაში ჩაიყვანს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურებს მზის დაბნელების მთელი პროცესის ნახვა შეეძლებათ, ანუ მის გზას წყნარი ოკეანიდან ატლანტის სანაპიროებამდე დეტალურად მიყვებიან.

აღსანიშნავია, რომ საინტერესო რეისზე მოხვედრას ყველა მსურველი ვერ შეძლებს, რადგან ბილეთების შეძენა შეუძლებელია და მგზავრები ბორტზე მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით მოხვდებიან. როგორც ცნობილია, მოსაწვევებს მზის დაბნელებისა და ასტრონომიის ყველაზე დიდი მოყვარულები მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები