LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავიღებ ბარგს და წავალ უახლოეს ნორმალურ ქვეყანაში” – უნგრეთში გადასახადების ზრდას აპროტესტებენ

123
GBROJSKYYBLHRMXKGYPN7R6HYA

უნგრეთში ათასობით ადამიანი უკვე მეორე დღეა გადასახადების დაგეგმილ ზრდას აპროტესტებს.

როგორც „როიტერსი“ წერს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა მცირე ბიზნესისთვის გადასახადების მკვეთრად გაზრდას გეგმავს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ზოლტ ტური ამბობს, რომ სექტემბრიდან, როდესაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, მისი შემოსავალი შემცირდება. “გადავალ შავ ბაზარზე, რომ მქონეს მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის თანხა, ან ავიღებ ბარგს და წავალ უახლოეს ნორმალურ ქვეყანაში”, – ამბობს ზოლტ ტური.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ხელახლა არჩეული პრემიერი ორბანი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას: ინფლაცია 20 წლიან მაქსიმუმზეა, ფორინტი რეკორდულად უფასურდება და ევროკავშირის სახსრების გამოყოფის პერსპექტივა ბუნდოვანია დემოკრატიული სტანდარტების შესახებ დავის ფონზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g