LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი ჯებირის ჩამოშალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

177
შორენა (2)

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი გზის ნაწილია აღბეჭდილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას.

ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია.

ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g